გერმანია

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისლამისტური დაჯგუფება Muslim Interaktiv აკრძალა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისლამისტური დაჯგუფება Muslim Interaktiv აკრძალა, რომელმაც გასული წლის აპრილში ჰამბურგში თეოკრატიის მხარდასაჭერი დემონსტრაცია ჩაატარა.

აკრძალვის საფუძვლად უწყება დაჯგუფების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ასახელებს.

ჩხრეკები ჩატარდა Muslim Interaktiv-თან კავშირში მყოფი ისლამისტი აქტივისტების ბინებში ჰამბურგში, ბერლინსა და ჰესენში.

"ჩვენ კანონის სრული სიმკაცრით ვუპასუხებთ ყველას, ვინც ჩვენს ქუჩებში აგრესიულად მოწოდებებს ავრცელებს ხალიფატის დამყარებისკენ, მიუღებელი ფორმით აღვივებს სიძულვილს ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელების მიმართ და ზიზღით შეურაცხყოფს ქალებისა და უმცირესობების უფლებებს". - თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა.

Muslim Interaktiv ისლამისტმა აქტივისტებმა 2020 წელს დაარსეს. დაჯგუფებამ საზოგადოების ყურადღება 2024 წელს მიიქცია, როდესაც ჰამბურგში მათ ორგანიზებულ აქციაზე 1 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ხალიფატის მოთხოვნით.

კომენტარები