ძალიან რთული არჩევანია, ჩვენ შეგვიძლია ხვალვე მოვხვდეთ წითელ ხალიჩაზე თუ შევასრულებთ მთავარ მითითებებს. აღარ ვლაპარაკობთ იმ ლგბტ პროპაგანდის საკითხთან, ან თუნდაც გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით, ისეა წარმოჩენილი თითქოს ჩვენ უმცირესობას, რაღაცა რეპრესიებს ვუპირებთ. ამ დროს საუბარია იმაზე, რომ პროპაგანდა იმისა, რომ სქესის გადაკეთება, ოპერაციების ჩატარება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების პროპაგანდა, მეორე ის რომ გეუბნებიან, რომ ჩვენ ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვაფინანსებთ იმიტომ, რომ პოლიციელებს პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინონ და იმიტომ ჩამოდიან ჩვენი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ბალტიისპირეთის განსაკუთრებით, რომ სწორედაც რომ ახალგაზრდებს მოუწოდონ დაპირისპირებისაკენ და თქვენ თუ ამის საშუალებას არ აძლევთ, ე.ი. პრორუსულები ხართ. ის რომ 700 მეტრში რუსული სამხედრო შენაერთი დგას, თავისი სარაკეტო კომპლექსით - ეს არაფერს მიშნავს, ზუსტად ეს ფორმულირება არსებობს დღეს.
ახლა ჩვენ არჩევანი გვაქვს, პოლიტიკური სასწორზე დგას ამ პირობებით, რაც ჩამოვთვალე და მეორე ფრონტის გახნა, რომელსაც პირდაპირ გვეუბნებიან უკვე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. წითელ ხალიჩაზე მოხვედრა ამ პირობებით, თუ მეორე თემაა, დადგომა მყარად პოზიციაზე და შეიძლება წითელ ხალიჩაზე ვერ მოხვდე, ის ანგარიში ვერ მოისმინო და გონჩარენკოს ქება ვერ დაიმსახურო, მაგრამ სამაგიეროდ საქართველო გადარჩება იმ ნგრევის პროცესს, რომელსაც გვიქადიან. ან იმ რევოლუციურ პროცესს, რომელიც თვითონვე ჩამოაყალიბეს, თვითონვე დააფინანსეს და ახლა შენიშვნას გვაძლევენ, ამ მოხსენებაში დიდი ნაწილი უკავია იმას, რომ ადამიანებს რატომ აკავებთო. [...]
მოხსნების ავტორებს არც უზრუნიათ იმაზე, რომ გონივრული იყოს ეს მოსაზრება, თუნდაც ამ პოზიციით, რომ იცავენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, სხვა ფორმაც მოძებნონ ამ დაცვის [საუბარია პარტიების აკრძალვის კრიტიკაზე].





