ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

პაპუაშვილი: დღეს ბრიუსელი პირდაპირი გზით საბჭოთა კავშირისკენ მიექანება

შეფასების დოკუმენტს რაც შეეხება - ჩვენი მთავარი შემფასებელი ქართველი ხალხია. ქართულ ხელისუფლებას ქართველი ხალხი აფასებს. საქართველოს შეფასების ასეთი პრეტენზია საბჭოთა მოსკოვს ჰქონდა, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა, ხან რას და ხან რას. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ. 

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი პრინციპი, რა წესებზეც საერთაშორისო წესრიგია დაფუძნებული, არის სხვა ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა. ის დამრიგებლური ტონი, რითიც ზოგიერთი ევროკომისარი ქართველ ხალხთან საუბარს ბედავს, მიუღებელია [...] რადგან ბრიუსელმა ასეთი კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორისა და მეურვის როლის შეთავსება გადაწყვიტა, ისინი თავიანთ საქმიანობაზე ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ დასაბუთებულ შეფასებას და იმის შეფასებას, რომ დღეს ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდა და პირდაპირი გზით უკან, საბჭოთა კავშირისკენ მიექანება.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

კომენტარები