ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

კალაძე ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ევროპული ბიუროკრატია არაა

განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ძირითადად, სიცრუით არის გაჯერებული, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. როდესაც ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუნდაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე წინ არის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი სხვა კრიტერიუმია, სადაც საქართველო მოწინავეა. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუესა და მუქარას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს არ არის ევროპული ბიუროკრატია.[...]

გვინდა ქვეყანაში ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია.[...]

არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს.

ამბობს ივანიშვილის მერი, კახა კალაძე.

ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან". 

კომენტარები