უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, 25 ოქტომბერს კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მონაწილე 45 წლის რუსი ვიცეპოლკოვნიკი ვენიამინ მაჟერინი მოკლეს.
ГУР-ის ცნობით, მაჟერინის მანქანა რუსეთის კემეროვის ოლქში აფეთქდა.
სადაზვერვო უწყების თქმით, იგი რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანაყოფის, "ობერეგის" წევრი იყო და 2022 წელს ქალაქ ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსა და გენოციდში მონაწილეობდა.





