რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ნორვეგიისგან $150-მილიონიანი ენერგეტიკული დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ ნორვეგიისგან $150-მილიონიანი ენერგეტიკული დახმარების პაკეტი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ნორვეგიისგან ენერგეტიკული მხარდაჭერის ახალი, წელს უკვე მესამე, პაკეტი მივიღეთ, რომელიც ზამთრის სეზონზე გაზის შესაძენად დაახლოებით 150 მილიონ დოლარს მოიცავს. ენერგეტიკული მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამ დახმარებისთვის ნორვეგიას და პირადად პრემიერმინისტრ იონას გარი სტიორეს ჩვენს შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე" - დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები