საქართველო-რუსეთი

პუტინმა საქართველოსთან და დსთ-სთან საზღვრის დელიმიტაციის ახალი წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარ სპეციალურ წარმომადგენლად დსთ-ს ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაში ნიკოლაი უდოვიჩენკო დანიშნა. უდოვიჩენკოს, დსთ-ს ქვეყნების გარდა, ევალება რუსეთის საზღვრის საქართველოსთან და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან დელიმიტაცია-დემარკაცია. უდოვიჩენკო დაინიშნა კასპიის ზღვაზე მრავალმხრივ მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელადაც.

აქამდე ორივე პოზიციას მიხაილ პეტრაკოვი 2021 წლიდან იკავებდა.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, ნიკოლაი ნიკოლაევიჩ უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითები აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან." - ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

კომენტარები