რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაში ქალაქ ლოზოვაზე ფრთოსანი საავიაციო ბომბით პირველად მიიტანა იერიში

ხარკოვის ოლქის რეგიონული პროკურატურის განცხადებით, 18 ოქტომბერს რუსეთმა ქალაქ ლოზოვაზე თავდასხმისთვის УМПБ-5Р ტიპის  ფრთოსანი საავიაციო ბომბი პირველად გამოიყენა.

სამართალდამცავების ცნობით, რუსეთმა ხარკოვის ქალაქ ლოზოვაზე თავდასხმისას პირველად გამოიყენა УМПБ-5Р ტიპის ფრთოსანი საავიაციო ბომბი, რომელსაც 130 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ამასთანავე, დადგინდა, რომ ბომბი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გაშვებული. 

განცხადების თანახმად, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებსაც ამჟამად მკურნალობა უტარდებათ.

რამდენიმე დღის წინ ქალაქ მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალიი კიმმა განაცხადა, რომ რუსეთმა ქალაქზე იერიშისთვის ფრთოსანი საავიაციო ბომბები პირველად გამოიყენა. 

მანამდე, 13 ოქტომბერს რუსეთმა ხარკოვზე ფრთოსანი საავიაციო ბომბებით მიიტანა იერიში, რის შედეგადაც საავადმყოფო დაშავდა და, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები