მოლდოვა

ბარგში აღმოჩენილი სავარაუდო ასაფეთქებლის გამო კიშინიოვის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპოტი

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ბარგში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ აეროპორტის პრესსამსახური საკუთარ Facebook გვერდზე იუწყება. 

აეროპორტის ევაკუაციის შემდეგ შენობაში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

მოგვიანებით, აეროპორტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიის შემოწმების შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ განგაში მცდარი იყო და აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

"აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა და მგზავრებს თავიანთი მოგზაურობის გაგრძელება შეუძლიათ" - აღნიშნეს პრესსამსახურში.
 

კომენტარები