საქართველო-ფინეთი

ბოჟაძე ვალტონენზე: ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ უდიდესი უპატივცემულობაა

საქართველომ 4 ოქტომბერს ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა, ეს საფრთხე რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს. როგორც ჩანს, ახალი თარიღსაც უახლოეს პერიოდში იტყვიან. მათ შორის, ამის დასტურია ქალბატონი ელინა ვალტონენის საკუთარ ელჩთან ერთად ყოფნა უკანონოდ გადაკეტილ, ცარიელ რუსთაველზე, რაც არადიპლომატიური ნაბიჯი, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უდიდესი უპატივცემულობა იყო. 

მინდა, ქალბატონ ელინას ვკითხო, იგივე ნაბიჯი გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და EU-ს წევრ სხვა ქვეყნებში რომ გადაედგა, იქაურ სახელმწიფოებს რა რეაქცია ექნებოდათ? მინდა, პრემიერმინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ პლენარულ სხდომაზე. 

ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მისი აქციაზე მისვლის გამო გააუქმა.

კომენტარები