დანიამ და უკრაინამ დანიაში, დრონების ერთობლივად წარმოებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა Telegram-ზე დაწერა.
"მემორანდუმი უკრაინის თავდაცვის კომპანიების მიერ დანიაში წარმოების დაწყების და საერთო შესაძლებლობების, ტექნოლოგიების გაცვლის საშუალებას იძლევა" – წერს შმიგალი.
შმიგალის თქმით, მემორანდუმის გაფორმება ევროპის ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნისკენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
"ომის დროს, ერთობლივად წარმოებული პროდუქცია დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. გრძელ ვადაში, უკრაინის გამოსავალი და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება დაეხმარება ჩვენი მოკავშირეების თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას" – ამბობს შმიგალი.





