29 სექტემბერს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე ელექტრონაწარმის ქარხანა ელექტროდეტალზე იერიში მიიტანა.
ქარხანა რუსეთის არმიის თანამედროვე იარაღისთვის აუცილებელ ელექტრონულ დეტალებს აწარმოებს.
საწარმოს პროდუქცია რაკეტების, საავიაციო და კოსმოსური ტექნიკის, საბრძოლო ჯავშნიანი მანქანების მართვის სისტემებში გამოიყენება.
"ფაქტიურად ელექტროდეტალი არის რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი". – განაცხადა უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის თავზე 24 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.





