აშშ-სომხეთი

მარკო რუბიო სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 34-ე დღეს ვულოცავ. აშშ სომხეთის, ჩვენი ფასეული პარტნიორის, გვერდით დგას" - ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.

რუბიო აღნიშნავს, რომ აშშ და სომხეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ, ერთად, ისწრაფვის.

"პრეზიდენტი ტრამპის ისტორიული სამიტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და პროექტ "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) განსახორციელებლად აშშ-ს მიერ სომხეთისთვის $145 მილიონის დახმარების გამოცხადება სომხეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის ურყევ ერთგულებას უსვამს ხაზს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასაც აღნიშნავს.

კომენტარები