აშშ-სომხეთი

აშშ-მ და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას

   
   

სომხეთის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრესკონფერენციაზე მირზოიანმა განაცხადა, რომ ქარტიის ხელმოწერით სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიულ პარტნიორობის ახალ დონეს მიაღწიეს.

ამასთან ერთად, სომხეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP).

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.
 

კომენტარები