აშშ-სომხეთი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩაფრინდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში    
     

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ჩაფრინდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და რუბიო ორმხრივი დღის წესრიგისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

შეხვედრის შემდეგ, მირზოიანი და რუბიო პრესას მიმართავენ.

ცნობისთვის, აქამდე, 9 თებერვალს სომხეთს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ვეი დეი ვენსი ეწვია.

 
 

კომენტარები