აშშ-სომხეთი

26 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო
Oliver Contreras/Sipa/Bloomberg

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და რუბიო ორმხრივი დღის წესრიგისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

შეხვედრის შემდეგ, მირზოიანი და რუბიო პრესას მიმართავენ.

ცნობისთვის, აქამდე, 9 თებერვალს სომხეთს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ვეი დეი ვენსი ეწვია.

 
 

კომენტარები