რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ეკატერინბურგში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საბოტაჟზე პასუხისმგებლობა Атеш-მა აიღო

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საბოტაჟზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა დაჯგუფება Атеш-მა აიღო. მათი თქმით, საბოტაჟის შედეგად რუსეთის სამხედრო ლოგისტიკა "ყველა სტრატეგიული მიმართულებით" შეფერხდა.

უკრაინაში დაარსებული პარტიზანული დაჯგუფების თქმით, მათმა აგენტმა ცეცხლი წაუკიდა ელექტროენერგიის ჩამრთველ სისტემას და ასევე, გამოქვეყნა სისტემის დაწვის კადრები.

"ამ გზაჯვარედინზე გადიოდა რუსეთის საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საწვავი და პერსონალი, ასევე, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ქარხნებსა და საწყობებში გადაზიდვები". - აღნიშნავს Атеш.

ეკატერინბურგი, რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი და სვერდლოვსკის ოლქის რეგიონული ცენტრია, რომელიც უკრაინის უახლოესი საზღვრიდან თითქმის 1600 კილომეტრში მდებარეობს.

Атеш უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში მოქმედი პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა.

კომენტარები