რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

14 სექტემბრის ღამეს, უკრაინამ რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

იერიშის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და გაჩნდა ხანძარი.

ქალაქ კირიშიში მდებარე საწარმო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. 

რუსულ მხარეს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ადგილობრივ Telegram არხებში ხანძრის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.

კომენტარები