12 სექტემბერს, 00:00 საათზე პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა. ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი მიმოსვლა გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
ჩაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბელარუსთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვა იგეგმება. მისი თქმით, ჩაკეტვის მიზეზი რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "ზაპად-2025" გახდა, რომლებიც 12 სექტემბერს დაიწყო.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წვრთნები "პოლონეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული".
10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე 15-მდე რუსულმა დრონმა დაარღვია, რომლებიც საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.





