რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა

რუსული დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

ამასთან, ტუსკის თქმით, არ არსებობს მიზეზი იმის სათქმელად, რომ პოლონეთი საომარ მდგომარეობაშია, თუმცა, სიტუაცია იმაზე მნიშვნელოვნად საშიშია, ვიდრე წინა შემთხვევები. მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "იმაზე ახლოსაა, ვიდრე როდესმე იყო".

NATO-ს შექმნიდან დღემდე ალიანსის წესდების მეოთხე მუხლი სულ 7-ჯერ იყო ამოქმედებული. ბოლოს ეს 2022 წელს მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

აღსანიშნავია, რომ ტუსკმა მეოთხე მუხლის ამოქმედების საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეათანხმა.


10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

კომენტარები