ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ 𝔾𝕝𝕠𝕓𝕒𝕝 𝔽𝕚𝕟𝕒𝕟𝕔𝕖-მა 𝟚𝟘𝟚𝟝 წლის 𝕎𝕠𝕣𝕝𝕕’𝕤 𝔹𝕖𝕤𝕥 𝔻𝕚𝕘𝕚𝕥𝕒𝕝 𝔹𝕒𝕟𝕜 𝔸𝕨𝕒𝕣𝕕𝕤-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (𝕌𝕏) პორტალი საქართველოში
- საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (𝕌𝕏) პორტალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში
- საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში
- საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები საქართველოში
- საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
"ჩვენთვის უდიდესი პატივია 𝔾𝕝𝕠𝕓𝕒𝕝 𝔽𝕚𝕟𝕒𝕟𝕔𝕖-ის მიერ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება. წელს პირველად წარვადგინეთ ჩვენი ციფრული სერვისები და პირველივე მონაწილეობისას მოვიპოვეთ შვიდი ჯილდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერთის მობაილ ბანკი მთლიანად ჩვენი შიდა ციფრული გუნდის მიერ არის შექმნილი – ეს გამარჯვება მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია და ამასთან ერთად, მომხმარებლების ნდობისა და მხარდაჭერის პირდაპირი დადასტურებაა.საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“ – განაცხადა ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ჩუბინიძემ.
𝔾𝕝𝕠𝕓𝕒𝕝 𝔽𝕚𝕟𝕒𝕟𝕔𝕖 𝟙𝟡𝟠𝟟 წელს დაარსდა და დღეს 𝟙𝟞𝟘 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 𝟙𝟡𝟛 ქვეყანაში 𝟝𝟘,𝟘𝟘𝟘-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული.
ყოველწლიურად 𝔾𝕝𝕠𝕓𝕒𝕝 𝔽𝕚𝕟𝕒𝕟𝕔𝕖 გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.
ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ 𝔾𝕝𝕠𝕓𝕒𝕝 𝔽𝕚𝕟𝕒𝕟𝕔𝕖-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება ისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრული ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.





