7 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 805 დრონით მიიტანა იერიში.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინა 9 ფრთოსანი და 4 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა.
საჰაერო თავდაცვის ძალებისა და უკრაინის ჯარის სხვა ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად განადგურებულია:
- 747 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 4 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ;
9 რაკეტამ და 56-მა დრონმა 8 ლოკაციაზე ნგრევა გამოიწვია.
ეს იყო ყველაზე მსხვილი რუსული საჰაერო იერიში მიმდინარე წლსი 9 ივლისის შემდეგ. მაშინ რუსებმა 741 საჰაერო ობიექტი გამოიყენა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





