31 აგვისტოს, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ სიმფეროპოლის აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით იერიშის შედეგად განადგურებულია МИ-8 და МИ-24 ვერტმფრენები.
გამოქვეყნდა ორი ფოტო, ერთი გადაღებულია 22 აგვისტოს და მეორე – 31 აგვისტოს. ახალ ფოტოზე ვერტმფრენები არ ჩანს, ხოლო მათ ადგილას აფეთქების კვალია.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 340 ვერტმფრენი დაკარგეს.





