ავტოსაგზაო შემთხვევა

ლაგოდეხში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, გუშინ 30 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ავარიის შედეგად, 1 პირი ადგილზე დაიღუპა, 1 დაშავებული კი თბილისში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულები დედა-შვილი არიან.

კომენტარები