რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა ორსული ქალი

29 აგვისტოს დილას, რუსეთმა ხერსონზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

დაბომბვის შედეგად ადგილზე დაიღუპა 66 წლის კაცი.

გარდა ამისა, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად დრონი მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომანქანას დაეჯახა. შედეგად დაშავდა ორსული ქალი. 

22 წლის დაშავებული ქალი კისრის არეში დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

მანქანაში ასევე იმყოფებოდა 33 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხერსონის ოლქის 34 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები