საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო [TI] განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხივნების შესაბამისად.
"არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ეს კანონი ჩვენ არ გვეხება.
ხელისუფლება აპელირებს რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა საერთაშორიაო გამჭვირვალობის აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არაა.
ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წაფმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება.
ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სიატემის დამყარება" - წერს ორგანიზაცია.
აგვისტოში ივანიშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან კვლავ გამოითხოვა გარკვეული ინფორმაცია და მათი აგენტებად რეგისტრაცია მოითხოვა.
18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო". უწყებამ NGO-ებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მოსთხოვა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ ბიურო NGO-ებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.
კუპრაშვილის განცხადების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ფოტო გაავრცელეს, რომელშიც რეჟიმი მათ ორგანიზაციებს ბენეფიციარებისა და მონაწილე პირების სახელებს, გვარებს, პირად ნომრებსა და აქტივობის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას სთხოვს.





