ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რაც უკავშირდება ამ შემთხვევაში გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით.
დღეს და ხვალ გვექნება, დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. კანონის ფარგლებში განვიხილავთ, რეგულაციებს, იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რაც კანონს აქვს განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეთავაზება, იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს, კიდევ უფრო მეტად სანდომიანს გახდის მათ სამუშაოებს, კიდევ უფრო მეტად პატივსაცემი იქნება მათი სამუშაოები, ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ყველა ის ორგანიზაცია.
მთავარი უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტებს, რომელიც არის "ფარას“ კანონი და "გრანტების შესახებ" კანონი, ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. დღეს ის ორგანიზაციები მხარს უჭერენ, რომლებსაც სურთ, იმუშაონ კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ.
ის ორგანიზაციები, რომლებიც არ უჭერენ მხარს გამჭვირვალობას, მე ვფიქრობ, რომ ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, ეს არ არის დემოკრატიული, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, რასაც ისინი, ამ დღეების განმავლობაში თავს გვახვევენ.
ასევე ცრუა ინფორმაცია იმის შესახებ რომ თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას, ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და დღევანდელ საქმიან ფორმატში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო საუბრები, ამ ორგანიზაციებთან.





