ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეჟქიანი ერევანში ვიზიტის დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ რეგიონის პრობლემების მოგვარებაში უცხო ძალების ჩართვა არსებულ ვითარებას მხოლოდ გაართულებს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონში მართვის სადავეები კავკასიელებს უნდა ჰქონდეთ, ხოლო პრობლემების მოგვარებაში მის საზღვრებს გარეთ მყოფი ძალების ჩართვა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას" – თქვა ფეზეშქიანმა სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
11 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.





