უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ დრომდე უკრაინამ ევროპელი მოკავშირეებისგან ამერიკული იარაღის შესყიდვის მექანიზმის ფარგლებში $1.5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების დაპირება მიიღო.
"დღეისთვის ჩვენ უკვე გვაქვს $1.5 მილიარდი შეპირებული. NATO-ს უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) ინიციატივის ფარგლებში, NATO-ს წევრებს შეუძლიათ თანამშრომლობა, რათა აშშ-ში დამზადებული შეიარაღება უკრაინისთვის შეისყიდონ - მექანიზმი, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვას" დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
მისი თქმით, ნიდერლანდების მიერ შეტანილი წვლილი $500 მილიონია, დანია, ნორვეგია და შვედეთი ერთობლივად უკრაინას $500 მილიონს დაჰპირდნენ, ხოლო გერმანიამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის ასევე $500 მილიონი გამოყო.
აგვისტოს დასაწყისში NATO-მ უკრაინისთვის დიდი ოდენობის იარაღის პაკეტების რეგულარულად მიწოდების კოორდინაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ კიევს €500 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებსა და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა.
გამოცემა Associated Press-ის ცნობით, აღჭურვილობის ორი პაკეტი, რომლის უდიდესი ნაწილიც აშშ-შია შესყიდული, უკრაინაში, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეშივე მოხდება, თუმცა ნორვეგიიდან გაგზავნილი პაკეტის უკრაინამდე ჩაღწევას სექტემბრისთვის მოელიან.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს ახალი ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული სამხედრო დახმარების პაკეტების შემადგენლობა უკრაინისთვის პრიორიტეტულ შეიარაღებას, აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალებს მოიცავს.
"პაკეტები სწრაფად მომზადება და მათი გაცემა რეგულარულად მოხდება," განაცხადა NATO-მ 4 აგვისტოს.





