რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

45 დრონი და 2 რაკეტა – რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა

14 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 45 უპილოტო საფრენი აპარატითა და C-300/400 ტიპის საზენიტო მართვადი 2 რაკეტით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით განადგურებულია 24 დრონი. რამდენიმე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად დაზიანდა შენობები.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონებით დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქებზე მიიტანეს იერიში, ხოლო რაკეტებით სუმის ოლქი დაიბომბა.

საჰაერო თავდაცვის გარდა იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები