რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ვოლგოგრადის ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

14 აგვისტოს ღამეს, უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე "ლუკოილის" ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ნავთობის ქარხანაზე იერიში დაადასტურა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა:

"დრონების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვა და აალება მოხდა".

იერიშის გამო, რუსეთს ავიაციის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ ვოლგოგრადის აეროპორტი დახურა.

ლუკოილის ქარხანა სამხრეთ ფედერალური ოლქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომლის სიმძლავრე 14.8 მილიონ ტონას შეადგენს.

უკრაინამ ქარხანაზე იერიში ბოლო 48 საათში ორჯერ მიიტანა. 

კომენტარები