11 აგვისტოს ღამით უკრაინამ რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე ავიაკოსმოსურ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ოლქის გუბერნატორის გლებ ნიკიტინის თქმით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა.
შეტევა ორ სამრეწველო ობიექტზე იყო მიმართული, მათ შორის - არზამასის ქარხანაზე, რომელიც სამხედრო მანქანებისთვის, თვითმფრინავებისთვის და რაკეტებისთვის ოპტიკურ, ელექტრონულ და ნავიგაციურ სისტემებს აწარმოებს.
ქარხანა ევროკავშირის, აშშ-ს, უკრაინისა და ახალი ზელანდიის სანქციების ქვეშაა.
აფეთქებების ხმები ასევე ისმოდა ახლომდებარე ქალაქ ძერჟინსკში.
არზამასი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 759 კილომეტრში მდებარეობს.





