გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, NATO-მ უკრაინისთვის დიდი ოდენობის იარაღის პაკეტების რეგულარულად მიწოდების კოორდინაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ კიევს €500 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებსა და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა.
5 აგვისტოს შვედეთმა ასევე განაცხადა, რომ ერთობლივ ძალისხმევაში $275-მილიონიან წვლილს შეიტანდა, ხოლო დანიამ და ნორვეგიამ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას $500 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალებსა და სათადარიგო ნაწილებს მიაწოდებდნენ.
გამოცემის ცნობით, აღჭურვილობის ორი პაკეტი, რომლის უდიდესი ნაწილიც აშშ-შია შესყიდული, უკრაინაში, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეშივე მოხდება, თუმცა ნორვეგიიდან გაგზავნილი პაკეტის უკრაინამდე ჩაღწევას სექტემბრისთვის მოელიან.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო დახმარების პაკეტების შემადგენლობა უკრაინისთვის პრიორიტეტულ შეიარაღებას, აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალებს მოიცავს, რაც კიევის დასახმარებლად NATO-ს ახალი მექანიზმის, "უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებათა სიის (PURL)" ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა.
"პაკეტები სწრაფად მომზადება და მათი გაცემა რეგულარულად მოხდება," განაცხადა NATO-მ 4 აგვისტოს.





