რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კონგრესში უკრაინისთვის $54.6 მილიარდის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს

სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი) და ლიზა მურკოვსკიმ (რესპუბლიკელი) აშშ-ს კონგრესში ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით 54.6 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

"არსებობს ორპარტიული მტკიცე გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ შეძლოს თავისუფლებისთვის მამაცი ბრძოლის გაგრძელება, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფით, რომელიც აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრების, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების დასაცავად რუსეთის დაუნდობელი დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან". - ამბობს შაჰინი განცხადებაში.

The New York Times-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ს და უკრაინას შორის რამდენიმე თვის მინერალების შესახებ მიღწეული შეთანხმების კოდიფიცირებას. შეთანხმება, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, საშუალებას იძლევა, ქვეყნის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენონ აშშ-სთვის კიევის შეიარაღების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ს კონგრესმა ამ დრომდე უკრაინის დახმარების ხუთ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელთა ღირებულებაც ჯამში 174 მილიარდ დოლარზე მეტია. მათ შორის უკანაკნელი კონგრესმა 2024 წლის აპრილში მიიღო.

"ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ უკრაინას შეძლოს რუსეთის უკანონო და სასტიკი ომისთვის წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელება. ჩვენ ასევე ვნერგავთ ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენებას, რათა აგრესორებმა აგონ პასუხი. ამავდროულად, ვაძლიერებთ ამერიკის სამხედრო მზადყოფნას უკრაინაში ბრძოლის ველზე მიღებული ღირებული ინფორმაციის გამოყენებით". - თქვა მურკოვსკიმ.

კომენტარები