აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
"ის არ იღებს გადაწყვეტილებებს. არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია, საუბარში მონაწილეობა არ მიუღია". – აღნიშნა რუბიომ.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მედვედევი "ნამდვილად, ოდესღაც იკავებდა თანამდებობას და ხელისუფლებაში დღემდე გარკვეულ როლს თამაშობს".
"არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ოფიციალურ პოზიციას აჟღერებს, მაგრამ აშკარად არის ადამიანი, რომელიც რუსეთში ოფიციალურ პოსტს იკავებს. არ მგონია, რომ მისმა სიტყვებმა სიტუაციაზე იქონიოს გავლენა". – თქვა რუბიომ.
28 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმს გამოეხმაურა:
"ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმის თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10... მას ორი რამ უნდა ახსოვდეს:
1. რუსეთი არც ისრაელია და არც ირანი.
2. ყოველი ახალი ულტიმატუმი - მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთისა და უკრაინის შორის, არამედ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ.
ნუ წახვალთ "მძინარა ჯოს" გზით"!
რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს 31 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც უპასუხა და მედვედევს "წარუმატებელი ყოფილი პრეზიდენტი" უწოდა.
"რუსეთსა და აშშ-ს თითქმის არანაირი ბიზნეს საქმიანობა აკავშირებთ, მოდი, ასეც დარჩეს და რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს, რომელსაც თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია, უთხარით, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო ტერიტორიაში შედის"! – თქვა ტრამპმა.





