რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს უთხარით, სიტყვებს დაუკვირდეს

არ მადარდებს, თუ რას გააკეთებს ინდოეთი რუსეთთან ერთად. მათ შეუძლიათ, თავიანთი მკვდარი ეკონომიკები თან გადაიყოლონ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცოტა ბიზნეს საქმიანობა გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში.

მსგავსად, რუსეთსა და აშშ-ს თითქმის არანაირი ბიზნეს საქმიანობა აკავშირებთ, მოდი, ასეც დარჩეს და რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს, რომელსაც თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია, უთხარით, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო ტერიტორიაში შედის!

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ინდოეთს ტარიფებსა და ჯარიმას დაუწესებს.

კომენტარები