31 ივლისის ღამეს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასიური, კომბინირებული იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერ-კ გამოიყენა.
რუსეთის მთავარი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. გარდა ამისა დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა.
იერიშის შედეგად დაზიანდა შენობები 12 სხვადასხვა ლოკაციაზე.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





