უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა BBC News-ის უკრაინულ განყოფილებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მუშაობს და "ძალიან ახლოსაა" ისეთი იარაღის წარმოებასთან, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანაა შესაძლებელი.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის ვიხილავთ რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებულ უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს, შმიგალმა უპასუხა, რომ უკრაინა ამასთან "ძალიან ახლოსაა," თუმცა მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
"უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ბალისტიკური რაკეტები ექნება. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ამ საკითხზე საჯაროდ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია," თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.





