26 ივლისს, ღამით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ქალაქ დნიპროზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
"საშინელი ღამე. მასშტაბური კომბინირებული შეტევა ოლქზე. წინასწარი მონაცემებით, ცის მცველებმა 7 რაკეტა და 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა" - განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
ლისაკის თქმით, ქალაქ დნიპროში შეტევის შედეგად დაიღუპა მამაკაცი და დაშავდა ქალი.
"დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა. დაზიანდა სამრეწველო საწარმოები. გაჩნდა ხანძრები, მათ შორის ავტოსადგომზეც - დაიწვა ავტომობილები" - განაცხადა ლისაკმა
ლისაკის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტში ხანძარი გაჩნდა.
იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, ხოლო ოთხი დაშავდა.





