გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ახალი სანქციები რუსეთისთვის ნავთობის ტრანსპორტირებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, სანქციების სამიზნეს 35 ნავთობტანკერი წარმოადგენს, რომლებმაც 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი უკანონოდ გადაიტანეს.
ამასთან, სანქციები გავრცელდება ორ კომპანიაზე, რომელთა სახელზეც ჩრდილოვანი ფლოტის გემებია რეგისტრირებული.
"ახალი სანქციები კიდევ ერთ დარტყმას აყენებს პუტინის ჩრდილოვან ფრონტს და რუსეთს ნავთობიდან მიღებულ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს წაართმევს, რასაც იგი ომის დაფინანსებისთვის იყენებს". - თქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.





