აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს ჯეფრი ეპსტეინის საქმის დამატებითი მასალების გასაჯაროება დაავალა.
"იმ აბსურდული რაოდენობის მედია-ყურადღების საფუძველზე, რაც ჯეფრი ეპსტეინს დაეთმო, ვთხოვე გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, წარადგინოს ყველა შესაბამისი უმაღლესი ნაფიც მსაჯულების ჩვენება, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე" - განაცხადა ტრამპმა.
BBC აღნიშნავს, რომ მსგავსი გასაჯაროება, როგორც წესი, სასამართლოს ნებართვას მოითხოვს.
გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეხებოდა თუ არა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება იმ უმაღლესი ნაფიცი მსაჯულების ჩვენებებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ეპსტეინის პირველ საქმესთან 2000-იანი წლების დასაწყისში, თუ ის უფრო ახალ, 2019 წელს ფედერალური მთავრობის მიერ დაწყებული საქმე იგულისხმა. BBC-მ ამასთან დაკავშირებით თეთრ სახლს შეკითხვით მიმართა.
მანამდე, ტრამპმა The Wall Street Journal-ს მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის კავშირზეა საუბარი, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.





