აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპსტინს საქმის ფაილების სრულად გასაჯაროებას.
დოკუმენტი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, 30 დღის განმავლობაში ფაილები სრულად გაასაჯაროოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემთხვევა ეხება მიმდინარე გამოძიებას ან პირად სივრცეს არღვევს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ფაილების გასაჯაროებას მხარი 18 ნოემბერს დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებისკენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა თვითონ მოუწოდა.
მანამდე CNN წერდა, რომ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა მოელოდა თანაპარტიელი კონგრესმენების მნიშვნელოვანი რაოდენობის მხრიდან იმ კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც ტრამპისგან დამოუკიდებლად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას დაავალდებულებდა.
გასულ კვირას ტრამპმა თქვა, რომ იუსტიციის დეპარატმენტს ფინანსურ ინსტიტუტებთან და ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებთან ჯეფრი ეპსტინის კავშირების გამოძიება დაავალა.





