რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ომის შედეგად დაღუპული ადამიანების 1 000 ნეშტი დაიბრუნა

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სტამბოლში რუსეთთან 14 ივნისს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უკრაინამ კიდევ 1 000 ცხედარი დაიბრუნა.

ცნობა დაადასტურა სტამბოლში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელმაც დაამატა, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 19 რუსი სამხედროს ცხედარი გადასცა.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა. 

გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 16 ივნისს დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინას 6,057 ცხედარი დაუბრუნდა.

შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა. 

სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.

გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.

კომენტარები