ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებებია.
პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან გამყრელიძემ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, ასევე გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.
უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგანტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ახვლედიანი 7 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმის ფარგლებში, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.





