თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
ცნობილია, რომ პროკურატურა ახვლედიანისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
როგორც ადვოკატმა, ლალი აფციაურმა სხდომის შემდეგ განაცხადა, მისთვის სასამართლოზე გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა პროკურატურას მიმართეს, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ და ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ სხდომის დარბაზიდან.
პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება 8 ივლისს ოფიციალურად წარუდგინა - უწყება მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მალევე, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი.





