რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: კელოგთან განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ერთობლივი წარმოება, სანქციები

ZelenskyyUa

ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომდგენელთან, კით კელოგთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა და, მათ შორის, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება, ერთობლივი წარმოება, ევროპასთან თანამშრომლობით იარაღის შეძენა და რუსეთის წინაღმდეგ სანქციები განიხილეს.

ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

"აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ კელოგს შევხვდი. პროდუქტიული საუბარი გვქონდა.

განვიხილეთ მშვიდობისკენ გზა და პრაქტიკულად რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ის ის დავაახლოვოთ. ეს მოიცავს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და ევროპასთან თანამშრომლობით იარაღის შეძენას. ასევე, რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მათ წინააღმდეგ, ვინც მას ეხმარება. აშშ-ს ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ნათელია, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი მისი უსაფუძვლო ამბიციები ძალისმიერად არ აილაგმება. 

მადლობას ვუხდი კით კელოგს უკრაინაში ამ ვიზიტისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალებისთვის და ორივე ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებებისთვის. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ". - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს, 14 ივლისს კელოგი კიევში ჩავიდა, მანამდე კი 9 ივლისს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რომში უკრაინის აღდგენის მეოთხე კონფერენციის ჩატარებამდე შეხვდა. 

კომენტარები