ავტოსაგზაო შემთხვევა

რიკოთზე ავარია მოხდა, იზღუდება ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა – გზების დეპარტამენტი

საცობი რიკოთის გზაზე
ლევან კობახიძე

რიკოთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია - განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. იქამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ჩანდა საცობში მდგარი მანქანები. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ტაბულა ცდილობს ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალების შსს-ში დაზუსტებას. 

კომენტარები