რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NBC: ტრამპის თქმით, უკრაინას იარაღს, მათ შრის Patriot-ებს, NATO-ს გავლით გაუგზავნის

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Getty Images

NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათთან ინტერვიუში თქვა, რომ ორშაბათს, 14 ივლისს, რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს და დაამატა, რომ აშშ უკრაინას შეიარაღებას NATO-ს მეშვეობითაც გაუგზავნის.

"რუსეთით იმედგაცრუებული ვარ... ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადება იქნება." - ციტირებს ტრამპს NBC.

"ჩვენ იარაღს NATO-ს ვუგზავნით, და NATO ამ იარაღის საფასურს ფარავს, 100%-ით... ჩვენ Patriot-ებს გავუგზავნით NATO-ს და შემდეგ NATO [უკრაინას] გადასცემს მათ." - თქვა ტრამპმა NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები