რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლიტვის პრემიერმინისტრი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს რუსულ დრონზე ცრუ განგაშის გამო

ლიტვა-ბელარუსის საზღვარი, 19 ივლისი, 2021
Stringer/EPA/EFE

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვის პრემიერმინისტრი და პარლამენტის სპიკერი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში მეზობელი ბელარუსის ტერიტორიიდან საბრძოლო დრონის შეჭრის შესახებ "ცრუ განგაში" გავრცელდა. 

ადგილობრივი მედია BNS წერს, რომ თავდაპირველი წარმოდგენით, მფრინავი ობიექტი შესაძლოა, შაჰედის ტიპის დრონი იყო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. მედიის მიხედვით, ვინაიდან არსებობდა შესაძლებლობა, რომ ის საფრთხის შემცველი იყო, პრემიერმინისტრი გინტაუტას პალუცკასი და პარლამენტის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მოგვიანებით ლიტვის არმიამ განაცხადა, რომ მფრინავი ობიექტი ლიტვის საჰაერო სივრცეში 10 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე შეიჭრა და დიდი ალბათობით, სახლში დამზადებული მფრინავი აპარატი იყო, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს. ობიექტი ლიტვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ბელარუსთან საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით. 

კომენტარები