10 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს:
"ამ ღამეს რუსეთმა (უკრაინაზე) მიიტანა მასიური კომბინირებული იერიში, რომელიც 10 საათს გრძელდებოდა. 18 რაკეტა, ნაწილი ბალისტიკური, 400 დრონი, რომელთაგან თითქმის 200 შაჰედის ტიპის. იერიშის მთავარი სამიზნე – კიევი და კიევის ოლქია, ასევე დაიბომბა ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის კიროვგრადისა და ხარკოვის ოლქები".
ბოლო მონაცემებით დაიღუპა 2 და დაშავდა 16 ადამიანი.
"ეს არის ტერორის გაძლიერება რუსეთის მხრიდან: ყოველ ღამე ასობით შაჰედი, მუდმივი დარტყმები, მასიური იერიშები უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უფრო სწრაფი სანქციები და რუსეთზე ზეწოლა, ისეთი, რომ იგრძნონ საკუთარი ტერორის შედეგები. პარტნიორებმა უფრო სწრაფად უნდა ჩადონ ფული იარაღისა და ტექნოლოგიების წარმოებაში". – თქვა ზელენსკიმ.
10 ივლისის იერიშის დეტალურ ანგარიშს ავრცელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები.
კომბინირებული იერიშისთვის რუსეთმა გამოიყენა:
- 8 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ;
- 6 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტა С-300;
საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია:
- 164 დრონი;
- 8 ბალისტიკური რაკეტა;
- 6 ფრთოსანი რაკეტა;
გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 204 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





